ბიზნესი
02/02/2022

₾1 მლნ-ად შეფასებულ ლოკოკინების ფერმას მყიდველი არ გამოუჩნდა

სამეგრელოში, აბაშაში 3 ჰექტარზე გაშენებული ლოკოკინების ფერმა ამ დრომდე ვერ გაიყიდა. ბიზნესი 1 მილიონ ლარადაა შეფასებული.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფერმის თანამფლობელმა  სოსო კაჭარავამ განუცხადა, ინტერესი არსებობს რამდენიმე უცხოელი ინვესტორისგან, ჩამოსულებიც იყვნენ ადგილზე, თუმცა, ამ დრომდე გარიგება ვერ შედგა.

„ჩამოსულები იყვნენ, ნახეს და წავიდნენ. პასუხის მოლოდინში ვართ. ვნახოთ რა იქნება,“ - აცხადებს კაჭარავა.  

შეგახსენებთ, ლოკოკინების ფერმა  2021 წლის ოქტომბრიდან იყიდება. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორისაა, სფეროში არასაკმარისი განათლება/გამოცდილება და ფერმის მფლობელი კომპანია „აისბერგის“ ქოლგის ქვეშ არსებული სხვადასხვა ბიზნესი, რის გამოც დამფუძნებლებს ლოკოკინების წარმოების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ფერმაში არის 150 ტონა წყლის საცავი ცისტერნები, 2 არტერიული ჭა, ფერმამდე მიყვანილია გზა, ტერიტორიაზე  ლოკოკინების ჩასასმელი სივრცე (104 სექცია), ხის პალეტები 7420 ცალი, მინდვრის სარწყავი სისტემა, მოწყობილია სივრცე ლოკოკინის გასაშრობად, მოწესრიგებულია მთლიანი ეზოს განათება, ფერმაში არსებობს სრული ინვენტარიზაცია (ხელსაწყოები), წისქვილი და ასე შემდეგ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020