ბიზნესი
03/06/2023

1-ელი ივნისიდან მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პარკზე შესაბამისი წარწერის დატანის ვალდებულება აქვთ

2023 წლის 1-ლი ივნისიდან, მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ, ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“, ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება ექნებათ. ამას ითვალიწინებს "ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები.

როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა, ამ კონკრეტული ცვლილების მიზანია, რომ რომელიმე ბიზნესოპერატორმა იმპროვიზიაცია არ მოახდინოს და ნარჩენებისთვის განკუთვნილი პარკი სურსათის ასაწონად არ გამოიყენოს.

 „როგორც იცით, მანამდე, 2023 წლის 2 იანვრიდან ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. უფრო კონკრეტულად, შეზღუდვა ისეთ პარკებს შეეხო, რომლებიც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის ასაწონად გამოიყენება. ამავე საკითხის გაგრძელებაა ესეც - ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე წარწერის, ან სიმბოლოს დატანა.

ბიზნესსექტორის მხრიდან იყო საუბარი, რომ უკვე შეკვეთილი ჰქონდათ ნარჩენებისთვის პარკები, რომლებიც გზაში იყო, ამიტომ ახალ რეგლამენტს მათთვის ფინანსური ზიანი რომ არ მიეყენებინა, მივეცით დამატებით 6 თვე და წესით, უკვე მზად უნდა იყვნენ, რომ ნარჩენებისთვის განკუთვნილ პარკებს შესაბამისი განმარტება გაუკეთონ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა. საბოლოო ჯამში, საქართველო გეგმავს, 2040 წლისთვის სრულად დაასრულოს პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022