ბიზნესი
11/08/2021

0.5 მლრდ-ის შემოსავალი და 10 მლნ-მდე დივიდენდი - Georgia Capital-ის შთამბეჭდავი კვარტალური ანგარიში

Georgia Capital-მა მეორე კვარტალი შთამბეჭდავი ფინანსური შედეგებით დახურა.

ჯგუფის კვარტალურმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა 0.5 მლრდ ლარს, რაც წლიურად 45.3%-იანი ზრდაა, წინა კვარტალთან შედარებით კი 37.1%. ჯგუფის ანგარიშში მითითებულია, რომ მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს 42.2%-ით აჭარბებს

კვარტალურ რეკორდულ ნიშნულზეა EBITDA და 114 მლნ ლარს აღწევს 89,1%-იანი წლიური ზრდით, 2019 წლის მეორე კვარტალტან შედარებით კი 84,1%-იანი გაუმჯობესებაა.

ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მეორე კვარტალში 9.7 მლნ ლარის დივიდენდი მიიღო, აქედან 5 მლნ სადაზღვევო სექტორიდან, 4.7 მლნ კი განახლებადი ენერგიის ბიზნესიდან. სულ კომპანიამ პანდემიური მეორე წლის პირველ ნახევარში 14.43 მლნ ლარის დივიდნდი მიიღო - 5 მლნ სადაზღვევო სექტორიდან, 9.5 მლნ განახლებადი ენერგიებიოს ბიზნესიდან.

წლის ბოლომდე ჯგუფი 60-70 მლნ ლარის დივიდენდების მობილიზებას ვარაუდობს.

Businesspartner