ტურიზმი
12/11/2020

Shaori Chalet–ი 2 და 4-ადგილიანი სახლების და წყლის ბუნგალოს დამატებას გეგმავს

Shaori Chalet–ი გაზაფხულისთვის 2 და 4 ადგილიან სახლებს, ასევე წყალზე მოცურავე ბუნგალოს დამატებას გეგმავს, რომლის განხორციელებისთვისაც 150 000 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

Shaori Chalet–ის დამფუძნებელი ვახტანგ იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაგეგმილია ნავების დამატებაც და სხვადასხვა წყლის ატრაქციების შევთავაზება დამსვენებელისთვის, რითაც სტუმრების ვიზიტის დრო გახანგრძლივდება.

„ამ ეტაპზე პროექტი სატესტო რეჟიმშია და მომავალში უფრო დიდი სახლების შეთავაზებას ვფიქრობთ. შეიცვლება დიზაინი, უფრო მეტი ვიტრაჟით და ღია სივრცით იქნება. რაც შეეხება ბუნგალოს, არამარტო ჩვენი დამსვენებლისთვის, არამედ ნებისმიერი სტუმრისთვის იქნება გათვლილი, რომელზეც კვების ობიექტიც განთავსდება. ასევე ვგეგმავთ შაორზე საფეხმავლო და სამანქანო ტურების დამატებას. ვაკეთებთ ვებ–გვერდს, რომელზეც შაორის ხედი იქნება ზემოდან ნაჩვენები, მონიშნული იქნება პოტენციურად კარგი ადგილები, ამის შემდეგ კლიენტი აარჩევს ლოკაციას, თუ რა ხედების ნახვა სურს. გვერდის კონცეფცია შექმნილია და გაზაფხულიდან ვგეგმავთ გაშვებას,“ – აღნიშნავს ვახტანგ იაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Shaori Chalet–ი გათვლილია ოთხივე სეზონისთვის, ამიტომ სახლში გათბობაც არის. 13 კვადრატული ფართის კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, განთასებულია სველი წერტილი, სამზარეულო, საძინებელი. სპეციალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ტბის გაყინვის შემთხვევაში, სახლი ტყის პირას გადაადგილდეს. რაც მთავარია, წყალსაცავის დაბინძურების შანსი 0%-მდეა დაყვანილი. ერთი ღამის ღირებულბა 350 ლარია, რაშიც საუზმე შედის. ასევე სასტუმრო „შაორიდან“ ნებისმიერ დროს შესაძლებელია საკვების გამოძახება, რომლის მიტანაც უფასოა. კოტეჯს მეთვალყურეობას უწევს და ემსახურება 4 ადმიანი.

როგორც SHAORI Chalet–ის დამფუძნებელი ამბობს, შაორის ტბაზე სახლის გაკეთების იდეა რაჭის სიყვარულს უკავშირდება და საწყის ეტაპზე ამას არ ჰქონია ტურისტული დანიშნულება.

„მინოდა ტბაზე მქონოდა სახლი, 2019 წლის შემოდგომისთის უკვე ჩაშვებული გვქონდა წყალზე კონსტურქცია, რაც საკმაოდ საიმედო აღმოჩნდა. ამან იმდენად დადებითი შფასებები და გამოხმაურბები მიიღო მეგობრებისგან და ახლობლებისგან, რომ გადავწყვიტეთ ტურისტული დანიშნულება მიგვეცა. პროექტი პირადი ინვესტიციით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით  40 000 ლარია. აქამდე სახელმწიფო პროგრამით ან გრანტით არ გვისარგებლია, თუმცა ვეძებთ კერძო ინვესტორს, გვაქვს შემოთავაზებები და ვმუშაბთ ამ მიმართულებით,“– აღნიშნავს ვახტანგ იაშვილი.

 

ფოტო: ზურა ქართველიშვილი