ტურიზმი
16/07/2020
რაჭა ვიზიტორების მისაღებად ემზადება
რაჭა ვიზიტორების მისაღებად ემზადება. რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, რეგიონში მდებარე 220 სასტუმროდან, 30-მა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება უკვე გაიარა და რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირებს.
რეგიონში წელს ვიზიტორთა განახევრებულ რაოდენობას ელიან, თუმცა სასტუმროებს სექტემბრიდან უცხოელ ვიზიტორთა მცირე რაოდენობის ჯავშნები უკვე აქვთ.