"ქართული კოვიდსერთიფიკატის აღიარება ქართველ მოგზაურთა რაოდენობას გაზრდის"
ევროკავშირის მხრიდან ქართული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საქართველოს გამყვანი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.
როგორც Trip It-ის დამფუძნებელი აკაკი გუბელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნული ქართველ მოგზაურებს გაუმარტივებს მოგზაურობას და ამასთან, გაზრდის მოთხოვნას ვაქცინაციაზეც.
„მივესალმებით ამ სისტემაში ჩართვას, რადგან ჩვენი მოქალაქეები ბევრ წინაარმდეგობას აწყდებიან სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად ეს გაამარტივებს მოგზაურობას და იმ სიტუაციას, რომ ჩვენი QR კოდი აღიარებული იქნება და შესაბამისად, ამომცნობიც მარტივად ამოიცნობს ამ ყველაფერს და არ გვექნება ის დისკომფორტი, რასაც აქამდე ვაწყდებოდით. ქართული კოვიდსერთიფიკატის აღიარება ქართველ მოგზაურთა რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის და დადებითად აისახება ვაქცინაციის მოთხოვნაზეც,“ - განაცხადა აკაკი გუბელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას შეუერთდა. გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ მიიღეს და ძალაში ის დღეიდან შვიდა.
გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის სისტემას საქართელოსთან ერთად, მოლდოვა ახალი ზელანდია და სერბეთიც დაუკავშირდება.