ტურიზმი
14/07/2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტზე მუშაობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის შემუშავებას გეგმავს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გადაცემა ბიზნესპარტნიორის ოთხეულში განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მოლაპარაკებები პროექტის შესახებ მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს.

„2019 წელს ჩვენ ბაკურიანში გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ასევე გაკეთებულია შიდა წრიული გზა. მსოფლიო ბანკს ვესაუბრებით და არსებობს მათგან სურვილი, რომ დახმარება გაგვიწიონ ურბანული განვითარების პროექტის შემუშავებაში,“ - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი  ფასადების რეაბილიტაციას და სატრანსპორტო მოძრაობის ქსელის მოწესრიგებას გულისხმობს. საუბარია პარკირების სივრცეების მოწყობაზეც. პროექტში გაწერილი იქნება ნარჩენების ეფექტურად მართვის პრობლემების მოგვარების გზებიც. EBRD-ის დახმარებით უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ავტობუსების შეძენაზე, რომელიც უშუალოდ სათხილამურო კურორტებზე იქნება ადაფტირებული.

 

Businesspartner