ტურიზმი
26/04/2021

"განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ტურისტებისთვის მიზიდულობის უნიკალური ცენტრები შეიქმნება"

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება მუნიციპალიტეტებში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნაზე გაამახვილა.

მისი თქმით, მთავრობის სხვა პროგრამებიც რეგიონალურ ჭრილში გადაეწყობა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი ინიციატივას სამშენებლო სამუშაოების გაცოცხლება და ახალი კერძო ბიზნესის აქტივობებიც აუცილებლად მოყვება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხო რეჟიმში ჩვენი ტურისტული ინდუსტრია აღდგეს. ამისთვის სწორედ, ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური ახალი მიზიდულობის ცენტრები მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს "აწარმოე საქართველოში," პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერნეტიზაციის პროგრამა თუ რომელიმე სხვა, ასევე გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები გვექნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023