ტურიზმი
02/04/2022
ბათუმში Qari Electric-ი გაეშვა
Qari Electric-ის ელექტრომოპედების გაზიარების სერვისი ბათუმშიც ხელმისაწვდომია. როგორც ოკომპანიის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა, დანიელ დოინიცინმა ბიზნესპარტნიორთან განაცხადა, ამ მომენტისთვის, საზღვაო ქალაქში დაახლოებით 100 მოპედია წარმოდგენილი.
„დღეს პირველი დღეა, რაც ქარი ბათუმში გაეშვა. ვფიქრობთ, რომ ბათუმს და ზღვას ძალიან უხდება მოპედი და დამსვენებლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან გამოადგებათ გადაადგილების ასეთი საშუალება.
ცნობისთვის, Qari Electric-ის ელექტრომოპედების გაზიარების სერვისი, აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი.