ტურიზმი
26/06/2023

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, აჭარაში მულტიფუნქციური ტურისტული სივრცე - "შალე კვირიკე“ იხსნება

აჭარაში, კვირიკეს მთებში, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა იხსნება. მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის - „შატო კვირიკეს“ ერთგვარი გაგრძელება ვიზიტორებს მიმდინარე სეზონზე მიიღებს.

„შალე კვირიკე“ ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს და აერთიანებს რესტორანსა და 20 კოტეჯს - პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე.

როგორც სასტუმრო კომპლექსში აცხადებენ, თითოეულ კოტეჯს საქართველოს მწვერვალების სახელები ჰქვია, რაც მათივე განმარტებით კოტეჯებს უნიკალურს ხდის და უცხოელი დამსვენებლებისთვის შემეცნებით მნიშვნელობასაც ანიჭებს.

მულტიფუნქციურ სივრცე ღვინის მარანს, ვენახებსა და ღია აუზსაც აერთიანებს. ამასთან, კომპლექსის გზაზე მდებარეობს კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია - ალიფაშას ისტორიული წყარო , საუკუნოვანი ტყე და ხის უნიკალურიჯიშები, მათ შორის ცნობილი „უთხოვარი“.

რაც შეეხება განხორციელებულ ინვესტიციებს, პროექტის მთლიანი ღირებულება 20 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებაა

Businesspartner