ტექნოლოგიები
17/08/2023

საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია Caller ID - Viber-ის ახალი უფასო ფუნქცია

Viber მესენჯერში შემომავალი ზარების ამოცნობის ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ის გაფრთხილებთ თაღლითებისა და არასასურველი ზარების შესახებ, ასევე გეხმარებათ არ გამოტოვოთ კურიერის მნიშვნელოვანი ზარი ან ზარი ონლაინ მაღაზიიდან, სადაც შეკვეთა გააფორმეთ. ტელეფონის ნომრის ამოსაცნობად აღარაა საჭირო დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, თუკი უკვე დაინსტალურებული გაქვთ Viber.

თუ მომხმარებელმა არ უპასუხა ზარს უცნობი ნომრიდან, ზარის დასრულების შემდეგ, Viber-ის Caller ID - ის საშუალებით, შესაძლებელია:

  •       იმავე ნომერზე დარეკვა (შესაძლებელია, რომ ოპერატორის ტარიფების მიხედვით ზარის საფასური დაეკისროს).
  •       შეტყობინების გაგზავნა: თუ შემომავალი აბონენტი რეგისტრირებულია Viber-ზე, მომხმარებელს მასთან მიმოწერის დაწყება შეუძლია.
  •       მოწვევის გაგზავნა: თუ შემომავალი აბონენტი არ არის Viber-ის მომხმარებელი, მომხმარებელს შეუძლია მოიწვიოს ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად.
  •       ტელეფონის ნომრის კონტაქტების სიაში დამატება.
  •       შეტყობინება სპამის შესახებ: დაწკაპუნება კონტაქტის სპამად მონიშვნისთვის.

Viber-ის სხვა მომხმარებლების მიერ სპამად მონიშნული ტელეფონის ნომრები გამოჩნდება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი თავისი შეხედულებისამებრ შეძლებს უპასუხოს ზარს ან უარყოს იგი.

ჯერჯერობით ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვის, სამომავლოდ გამოჩნდება iOS-ზე. ნებისმიერს, ვისაც დაყენებული აქვს Viber 19.3.0 ვერსია ან უფრო ახალი, შეუძლია ჩართოს Caller ID ფუნქცია სრულიად უფასოდ. ამისათვის უნდა გახსნათ აპლიკაცია თქვენს ტელეფონზე, დააწკაპუნოთ "მეტი", აირჩიოთ "პარამეტრები", მოძებნოთ "ზარები და შეტყობინებები" და ჩართოთ Caller ID ფუნქცია.

ზარებისა და შეტყობინებების უსაფრთხოება Viber-ის პრიორიტეტია და Caller ID ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლების კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტად დაცულია. 

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. 

Rakuten Viber არის Rakuten Group Inc-ის ნაწილი. (იაპონია), მსოფლიო ლიდერი ელექტრონული კომერციისა და ფინანსური მომსახურების სფეროში. ეს არის ოფიციალური ზარების და მყისიერი შეტყობინებების აპლიკაცია Golden State Warriors-ის საკალათბურთო კლუბისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020