ტექნოლოგიები
18/08/2023
საქართველოს ინტერნეტზე წვდომის მქონე მოსახლეობის წილი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს აღემატება
საქართველოს ინტერნეტზე წვდომის მქონე მოსახლეობის წილი, მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს საშუალოს და თითქმის უტოლდება ევროპის შესაბამის მაჩვენებელს, - ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა. საინვესტიციო ბანკი მონაცემებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს ინტერნეტზე წვდომის მქონე მოსახლეობის წილი 88%-ია, ევროპაში ეს მაჩვენებელი 89%-ს აღწევს, დსთ - 84%, ამერიკის კონტინენტი - 83%, არაბული სამყარო - 70%, აზია-ოკეანეთი - 64%, აფრიკა - 40%.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების მონაცემებით, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 66%-ია.