ტექნოლოგიები
15/03/2021

საქართველო ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის პროექტის განხორციელებას იწყებს

საქართველო ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის პროექტის განხორციელებას იწყებს. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტი DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის მიზნით, იწყება.

ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის დელეგაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკის სამინისტროსა და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

პროექტის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის. ხელშეკრულების მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1 მლნ ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვე.

პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას საზღვარზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023