ტექნოლოგიები
25/10/2023

ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში "Touch Summit" ბრუნდება

ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch Summit” ბრუნდება.

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი - TOUCH23 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.

ეს ორ დღიანი თავგადასავალი გადანაწილებული იქნება თეატრის სხვადასხვა სივრცეებში. იქნება 3 სხვადასხვა სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საიინვესტიციო ისტორიების.

პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.

წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.

წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა.

თვალი ადევნეთ სპიკერებს ჩვენს ვებ-გვერდს. ის აქტიურად განახლდება და დაემატება ახალი სპიკერები: https://touch.ge/touch23/speakers

სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის შემუშავებული იქნება ცალკე პროგრამა პრეზენტაციებით და პანელური დისკუსიებით. ყველა სტარტაპ დელეგატს საშუალება ექნება მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან.

წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულად საინტერესო და ხმაურიან STARTUP CHALLENGE-ს გვპირდებიან, რაზეც მეტი დეტალები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 30-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი.

ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის და EMEA რეგიონებიდან. 100ზე მეტი სტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

“Early bird” ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო! Ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch23/get-pass

სამიტის ოფიციალური პარტნიორები არიან: Acrobator VC, Bank of Georgia, GITA, Georgia Travel, Tbilisi City Hall, Dblock, Terminal, Veli.Store, Mtebi, Onesoul Მედია პარტნიორები არიან: On.ge, Next.on.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge