ტექნოლოგიები
24/08/2023
"მაგთის" მობილური ქსელის მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს ინტერნეტსერვისი შეფერხებით მიეწოდება
კომპანია "მაგთიკომი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოხმარებლებს შექმნილი დისკომფროტისთვის ბოდიშს უხდის.
"მაგთის მობილური ქსელის მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს ინტერნეტსერვისი შეფერხებით მიეწოდება. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს სრულფასოვანი სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.