ტექნოლოგიები
11/07/2023

ქართულმა სტარტაპმა Geparts-მა ამერიკელი პარტნიორები შეიძინა

ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, ქართული სტარტაპი - Geparts უკვე საერთაშორისო საზოგადოებამაც გაიცნო.

როგორც Geparts -ის დამფუძნებელი, პაატა ბერიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სტარტაპმა აშშ-ში USAID-ის  ორგანიზებით გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა და პოტენციურ პარტნიორებს შეხვდა.

„სამიტზე შევიძინეთ უსაზღვრო რაოდენობის კონტაქტები, როგორც აშშ-ს სამთავრობო რგოლებიდან, ასევე კერძო სექტორიდანაც. გვყავს უკვე რამდენიმე პარტნიორი. მათ შორის, AutoZone და Advance Auto Parts, რომლებიც აშშ-ში მეგა ბრენდები არიან.

ჩვენ უკვე ველაპარაკებით ამ კომპანიებს, გავაცანით ჩვენი ჩატბოტის სპეციფიკა, დააინტერესათ და მომავალ წელს უკვე გვინდა, რომ ცვენი ჩატბოტი გავაცნოთ უფრო მეტ ადამიანს აშშ-ში, ვნახოთ როგორ იმუშავებს,“ - ამბობს Geparts -ის დამფუძნებელი, პაატა ბერიაშვილი.

აშშ-მდე სტარტაპი ძალების მოსინჯვას აზერბაიჯანში, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, გეგმავს. ადგილობრივ ბაზარზე კი, Geparts-ი დედაქალაქის გარდა, სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებსაც დაფარავს. მომხმარებლების მხრიდან გაჩენილი მოთხოვნის საპასუხოდ, შეთავაზებებს ავტომობილების შეკეთების სერვისიც დაემატება.

როგორც ბერიაშვილი აღნიშნავს, მომხმარებლებისთვის ავტომობილების ისეთი ნაწილების მისაწოდებლად, რომლებიც ქვეყანაში არ მოიპოვება Geparts-ი გამოწერების სერვისის დამატებასაც აპირებს, რასაც ფართო ასორტიმენტის მქონე პოლონურ პლატფორმასთან ინტეგრირებით, მიმდინარე წელს გეგმავს.

ცნობისთვის, ვირტუალური ავტოასისტენტი მომხმარებლებს სასურველი ავტონაწილის მოძიებას უმარტივებს. ამას კი, მესენჯერის ჭკვიანი ჩატბოტი მხოლოდ ავტომობილის ვინ კოდის იდენტიფიცირებით, 4 წმ-ში ახერხებს, რადგან სტარტაპი პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული ავტონაწილების ასორტიმენტს LIVE რეჟიმში აღიქვამს.

სტარტაპმა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო და დღეს, მის ბაზაში ავტონაწილების უკვე მილიონამდე კატეგორიაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022