ტექნოლოგიები
14/08/2023

ComCom-მა ამბროლაურში 100-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს “ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” ამბროლაურში, რომლის ფარგლებშიც, სოფელ წესში, ჭრებალოში, ნიკორწმინდაში, კვაცხუთსა და ბეგეულში 5 სემინარი ჩატარდა და დამატებით 60-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.

პროგრამა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 24 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე, 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით, ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.