ჩინურმა Baidu-მ AI ჩატბოტი გამოუშვა
ჩინეთის მთავრობის თანხმობის შემდეგ, ჩინეთის ონლაინ ძიების მთავარმა პროვაიდერმა Baidu-მ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტი გამოუშვა. ჩატბოტი კომპანიამ ოთხ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ჯგუფთან, მათ შორის SenseTime Group-თან ერთად შეიმუშავა.
Baidu, რომელიც ჩინეთის წამყვანი ონლაინ ძიების პროვაიდერია, აცხადებს, რომ მისი ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტი, სახელად Ernie Bot (ჩინურად Wenxin Yiyan) ახლა სრულად ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის.
გენერაციულ AI ჩეთბოტს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტისა თუ გამოსახულების შექმნა.
შედეგად, Baidu-სა და SenseTime-ის აქციები ჰონგ კონგის ბირჟებზე გაიზარდა და დამატებით, 2.1% და 2.3% მოიპოვა.
ჩინეთის ხელისუფლება ჩქარობს, დაეხმაროს კომპანიებს, რომლებიც ავითარებენ AI-ს. როგორც ჩანს, ეს ტექნოლოგია სულ უფრო მეტად ხდება შეერთებულ შტატებთან კონკურენციის საგანი.