ტექნოლოგიები
15/08/2023
"ჩასძახე" - 16 წლის გურჯაანელი საბას შექმნილი ქართული ეკომეგობრული დინამიკი
"ჩასძახე" - ეს 16 წლის გურჯაანელი საბას შექმნილი ქართული ეკომეგობრული დინამიკია.
საბას შესახებ ინფორმაციას ეკომეგობრული კომპანია "ტენე" ავრცელებს. დინამიკი საბამ მეორადი პლასტმასიგან საკუთარი ხელით შექმნა, რომელიც მალე ნახევრად ავტომატიზირებულ წარმოებაში ჩაეშვება.
კომპანიისვე ცნობით, საბას პროდუქტით უკვე დაინტერესდა ქართული ხმოვანი ასისტენტი Ertaoza - ერთაოზა, რომლის კოდის ინტეგრირებაც მოხდება დინამიკში.
"საბას პროექტი არ დარჩა უყურადღებოდ ტენესთვისაც და გადავწყვიტეთ ხელი შევუწყოთ ახალგაზდა გამომგონებელს! დინამიკის ღირებულება 200 ლარია, მაგრამ ვინც ჩაგვაბარებს პლასტმასას და შეაგროვებს 10 ტენე ქოინს, უსასყიდლოდ მიიღებს ჩვენგან დინამიკს!" = წერს კომპანია თავის ოფიციალურ fb გვერდზე.