ტექნოლოგიები
25/03/2021

BTU-ში ახალი ტექლაბი გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია - ინდუსტრია 4.0 გაიხსნა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

BTU-ში განმარატვენ, რომ ლაბორატორიის მიზანია, გააძლიეროს უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინდუსტრიების ციფრულ ტრანსფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისი სპეციალური კურსების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით. 

ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიაში მენეჯერული პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით ისწავლება.

ლაბორატორიის ფარგლებში, სტუდენტებს, ინდუსტრიულ პარტნიორებსა და სხვა ბენეფიციარებს 10-ზე მეტ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ეხსნებათ წვდომა, მათ შორის: Power BI, Unity, Unreal engine, Blender, Photoshop და სხვ. ლაბორატორიაში ჩატარდება ტრენინგები: ვირტუალური რეალობა - მომავლის ტექნოლოგია, VR ინდუსტრიაში - 3D პროდუქტის ვიზუალუზიაცია, Microsoft Power BI, Microsoft Dynamics 365, Microsoft Azure, Google Ads& analytics, Google Cloud.

ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ პარტნიორებთან ერთად აქტუალურ თემებზე მომზადდება პოდკასტები, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის, მონაცემთა ანალიტიკის და სხვა თემებზე.

ლაბორატორიის გახსნის პარალელურად პროექტის პარტნიორი წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), სტოკჰოლმის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი (შვედეთი) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმელადაც ერთიანდებიან; მოდული “Digital Strategist: Developing New Digital Initiatives” მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023