სტარტაპი
03/11/2020

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Startup Touch გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპებისთვის პირველი რეგიონალური შეხვედრა Startup Touch გაიმართა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებამ 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორები, აქსელერატორები და კომპანიები გააერთიანა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტარტაპებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბიზნესის ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დაკავშირება ერთმანეთთან, საქართველოს წარმოჩენა, როგორც ახალი და კარგი ბიზნეს გარემო ანტრეპრენერებისათვის და ინვესტორებისთვის.

ღონისძიების მსვლელობისას ბიზნესების დამფუძნებლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ცხრა ვორქშოპში, რომლებსაც ატარებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: 500 Startups, Google Launchpad, Funderbeam, Start - Business Solutions, Blue Lake Accelerator, Genesis Investments, lemlist.com და Rimon Law. ამასთან ერთად ორი დღის განმავლობაში 250-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან პროფესიული რჩევები მოესმინათ. ღონისძიების პარტნიორების დახმარებით კი ბიზნესმეწარმეები ინვესტორებს შეხვდნენ.

ღონისძიების მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე  ვირტუალურ გამოფენაზე საკუთარი პროექტები გამოეტანათ და საერთაშორისო ინვესტორების, GITA-ს, Emerging Europe-ს, Overkill Ventures-ს, Funderbeam-ს, Rockstart Accelerator-ს, Techstars Israel-ს, Tera Ventures-ს and 500 Startups-ის წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ.  

Touch გეგმავს თავისი საქმიანობის მეხუთე წელს ჩაატაროს Touch Digital Summit 2020, რომელიც 20-29 ნოემბერს ასევე დისტანციურად ჩატარდება.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: Onesoul.io, ბილაინი, საქართველოს ბანკი, Caucasus Business Week. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022