სტარტაპი
24/11/2020

GITA-ს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია - ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

პროდუქტ მოძრაობაში, რომელიც 200-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. ღონისძიება მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პროდუქტ მენეჯმენტით.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეხვედრა  ონლაინ რეჟიმში ჩატარდება - პლატფორმა Zoom-ისა და Facebook Live Stream-ის გამოყენებით.  დასწრება კი, როგორც ყოველთვის,  ყველა მსურველისთვის ამჯერადაც თავისუფალია, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi

27 ნოემბრის ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა UX კვლევას შეეხება და ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დაგროვილ გამოცდილებას ტრადიციულად 2 მომხსენებელი გაგვიზიარებს:

  • თამუნა წიკლაური, Adjarabet-ის UX Researcher, ისაუბრებს მომხმარებელთა გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში.
  • გუა ტაბიძე, Adjarabet-ის Product Owner, დაგვაფიქრებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზის ვალიდაციას.

ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს Intrro-ს მთავარი UX დიზაინერი - მარიამ ხუნძაყიშვილი.

პროექტის პარტნიორია აჭარაბეთი (Adjarabet.com)

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: Linkedin -სა და Facebook-ზე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023