სოფლის მეურნეობა
09/12/2021

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ახალი ვალდებულებების შესრულება გადაუვადდებათ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ახალი ვალდებულებების შესრულება 1 წლით გადაუვადდებათ. ცვლილება "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

მოქმედი კანონმდებლობით, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 2022 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოთ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობის და საკუთარი წესდების კანონთან შესაბამისობა. მათთვის ეს ვადა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. 

სტატუსის მქონე კოოპერატივების წევრებისთვის მინიმალური სავალდებულო საპაიო შენატანია 300 ლარი. კოოპერატივებში წევრთა მინიმალური რაოდენობა შეადგენს 9-ს (მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებული ერთეულების გარდა). სავალდებულოა კოოპერატივების წესდებაში ასოცირებული წევრის მიღების წესის გაწერა. 

გადავადების მიზეზი პანდემიით გამოწვეული სირთულეები გახდა. 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 672-მა კოოპერატივმა (მათ შორის 245 მაღალმთიანი) ჯერ კიდევ ვერ მიაღწია კოოპერატივების საქმიანობისა და წესდების კანონთან სრულ შესაბამისობას. ეს კოოპერატივები ისეთი პროგრამების ბენეფიციარები არიან, რომელიც შეეხება მევენახეობას,  მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას, რძის წარმოებას.

"პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარ კოოპერატივებს ვალდებულება აქვთ, არ დაკარგონ სასოფლო-სამეურნეო სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატივებს ესაჭიროებათ კონსულტაციების გამართვა (ძირითადად პირისპირ) დამატებითი წევრების მოსაძიებლად და საერთო კრებების მოწვევა (ყველა წევრის მონაწილეობით) გადაწყვეტილებათა მისაღებად, ამასთან - რეგიონებში დაბალია ნოტარიუსთა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, მათი უმრავლესობა 2021 წლის მანძილზეც მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან, პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ირაკლი (დაჩი) ბერაია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023