სოფლის მეურნეობა
15/06/2021

სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა

2020 წელს სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში სასაკლაოების ფასი 26.8 ლარია, ცხვრის ან თხის - 12.8 ლარი, ღორის - 24.3 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს II კვარტალში სასაკლაოებში მომსახურების ტარიფები რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე 23.9 ლარს შეადგენდა, ცხვრის ან თხის – 8.4 ლარს, ღორის – 21.7 ლარს.  

2020 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 288.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.8% მსხვილფეხა, 62.2% - წვრილფეხა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 005.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების უმრავლესობა სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.5% აღჭურვილია ნაწილობრივ.

სასაკლაოების 70% არ სარგებლობს სესხით, 30%–ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 48.5%–ს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 33.3%–ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 18.2 %–ს როგორც ძირითადი ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022