სოფლის მეურნეობა
19/11/2021

მეფუტკრეებს ფუტკრის პარაზიტებზე კვლევის ჩატარება უკვე სახელმწიფო ლაბორატორიაში შეუძლიათ

მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ ფუტკრის მიკროსპორიდულ პარაზიტებზე კვლევისთვის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას მიმართონ.

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე დაინერგა ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი.

ლაბორატორიის ცნობით, ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae წარმოადგენენ მიკროსპორიდულ პარაზიტებს, რომლებიც ახლახან კლასიფიცირდა როგორც სოკოები. ორივე სახეობა იწვევს ნოზემა სოკოვან დაავადებას Apis mellifera. დაავადებულ ფუტკარში, შესაძლებელია, ერთდროულად, ორივე ინფექცია ფიქსირდებოდეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადების დიაგნოსტიკა მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ხორციელფება.

ლაბორატორიული ტესტის პრინციპი დაფუძნებულია ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae დნმ შემცველი გენომის მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე, რომელიც იძლევა საშუალებას, მოხდეს დიფერენცირება ნოზემა Apis და ასევე ნოზემა Ceranae მულტიფლექს RT-PCR სადიაგნოსტიკო ნაკრების საშუალებით.

როგორც ლაბორატორიაში აღნიშნავენ, აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა მეფუტკრეებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023