სოფლის მეურნეობა
16/08/2022

ქვეყანაში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან - როგორია სუბსიდირების გეგმები

წელს საქართველოში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან, დაახლოებით, 300 000 ტონას. გრძელდება სუბსიდირების პროგრამაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ რთველში წელს 25 000 მევენახე და 300-მდე საწარმო იქნება ჩართული.  დარგის წახალისების ფონზე კი, როგორც ოთარ შამუგია აცხადებს მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი, საექსპორტო ღვინის ხარისხს და მის შესაბამისობას არსებულ ნორმებთან საერთაშორისო კომპანიები ამოწმებენ, ქვეყანაში მიმდინარეობს  ვენახების კადასტრი. პროცესი უკვე დასრულებულია კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. "წელს, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად მოვრჩებით ამ პროცესს".

რთველის მიმდინარეობას საორგანიზაციო შტაბი გაუწევს კოორდინაციას, პროცესში ჩართულია სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი ხელისუფლება.

2021 წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის 107 მლნ ბოთლი ღვინო გაიზატანა. სულ შარშან, ქვეყანაში, დაახლოებით, 240 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. წელს მეღვინეები დანაკარგს ელიან, რაც რუსთ-უკრაინის ომით არის განპირობებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023