სოფლის მეურნეობა
22/05/2023

"ქვეყანაში კოოპერატივები ძირითადად მეცხოველეობასა და მეფუტკრეობას მისდევენ"- კონსტანტინე ხუცაიძე

„საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები რთულად ფუნქციონირებენ“- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“  სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ხუცაიძემ განუცხადა.

კოოპერატივი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეკრებილი ადამიანებისგან ყალიბდება, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ნედლეულის მოპოვება და სხვა.

როგორც კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, კოოპერატივების არაერთი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა ნდობისა და განათლების ფაქტორი.

„საერთაშორისო ორგანიზაცია „კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსმა“ რეკომენდაციის სახით 7 პრინციპი დაადგინა, რასაც უნდა ეყრდნობოდეს კოოპერატივი, ესაა ღია და გამჭვირვალე წევრობა, ავტონომია და დამოუკიდებლობა, ეკონომიკური მონაწილეობა წევრთა კოოპერატიულ საქმიანობაში, წევრთა დემოკრატიული კონტროლი, თემზე ზრუნვა, ერთმანეთზე ზრუნვა და ა.შ.“- აცხადებს ხუცაიძე.

აღსანიშნავია, რომ კოოპერატივები ძირითადად მემცენარეობა-მეცხოველეობას, თხილის წარმოებას მისდევენ, თუმცა დაწინაურებულია მეცხოველეობის მიმართულება, ანუ მესაქონლეობა და ასევე მეფუტკრეობა.

ყველა პროგრამაში, რომელიც სოფლის განვითარების საააგენტოს ეგიდით ხორციელდება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეღავათებით სარგებლობენ. ამას გარდა, სააგენტო ახორცირელებს სპეციალურ პროგრამას, სადაც მხოლოდ ოფიციალური სტატუსის მქონე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

ცნობისთვის, ამ დროისათვის რეგისტრირებულია 650 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც 7 ათასამდე მცირე ფერმერს აერთიანებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023