სოფლის მეურნეობა
03/11/2023

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველო ხილის წარმოების კუთხით წმინდა ექსპორტიორი გახდა, თუმცა შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში და ტექნოლოგიური განვითარება კვლავ დაბალია.

ამასთან, როგორც Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი აღნიშნავს, ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია.

„ამ მიმართულებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი  75%-ს შეადგენს. ზოგ კულტურაში ეს მაჩვენებლი მეტია, ზოგში ნაკლები, თუმცა ცალსახაა, რომ ბოსტნეულს ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს იმპორტის ჩანაცვლების. აქ, ბუნებრივია, სეზონურობას აქვს მნიშვნელობა.  ხილის და ბოსტნეულის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია რომ სეზონურობა რაც ახასიათებთ მწარმოებლებს, როგორღაც მთელი წლის მანძილზე იყოს გადანაწილებული.“-აღნიშნავს მარიამ ჩახვაშვილი.

მისივე თქმით, აგროსექტორის მთავარი გამოწვევა არის ტექნოლოგიური განვითარება და პროდუქციის შენახვის შესაძლებლობის ნაკლებობა. 

რაც შეეხება კულტურებს, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, კაკლოვნებს და კენკრას გამოყოფენ.

Businesspartner