სოფლის მეურნეობა
20/09/2023

კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში გაშენებული აქვთ ლურჯი მოცვის, მაყვლის ან ჟოლოს ბაღი, შესაძლებლობა ეძლევათ, თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე

თანადაფინანსება მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს შეადგენს

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზუნველყოფა.

პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა."- აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Businesspartner