სოფლის მეურნეობა
22/09/2020

ქართული წარმოების აგროპროდუქტები მაღაზიებში სპეციალურ სტენდებზე განთავსდება

ქართველ მეწარმეთა პროდუქცია სპეციალურ სტენდებზე ოქტომბრის მეორე ნახევარში მაღაზიებში სპეციალურ სტენდებზე განთავსდება.

ქართულ მაღაზიათა ასოციაციასა და The USAID Agriculture Program-ას შორის ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სპეციალური სტენდები თბილისის ყველა უბანში 25 მაღაზიაში განთავსება. ასევე შეიქმნება სპეციალური სარეკლამო ვიდეო რგოლიც.

როგორც ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მაღაზიები უკვე შერჩეულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ბენეფიციარებთან, სპეციალური სტენდები კი უკვე დამზადების პროცესშია.

„ამ ეტაპზე ჩვენ მოსახლეობას იმ ბენეფიციარებს ვაცნობთ, რომლებიც ჩართულები იქნებიან პროექტში. შემდეგი ეტაპი კი უშუალოდ დახლების განთავსება და სარეკლამო რგოლის გაშვებაა,“ - განაცხადა ლუკა ჭელიძემ.

„რატომ ქართული" პროექტის ბენეფიციარებს გადახდის სწრაფ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, მეწარმეები გაყიდული პროდუქციის თანხას 21 დღეში მიიღბენ, რაც ლუკა ჭელიძის თქმით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი ქართული პროდუქცია აწარმოონ.

ქართულ მაღაზიათა ასოციაციისა და USAID-ის პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ აგრობიზნესის მიმართულებას ეხება, თუმცა ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში ამბობენ, რომ მომავალში პროექტი აუცილებლად გაფართოვდება.