სოფლის მეურნეობა
02/02/2021

ქართულ მოცვზე მოთხოვნა იზრდება - რას გეგმავს კომპანია რომელმაც ვანრიკ აგროს აქტივები შეიძინა

ქართულ მოცვზე მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ლურჯი მოცვის კომპანია „ეფკოს“ ინფორმაციით, მოთხოვნის ზრდა ფასებზეც აისახება და პანდემიის პირობებში 1 კგ ქართულ მოცვზე ფასი საშუალოდ 1 დოლარით გაიზარდა.

"ეფკო", რომელმაც „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12,34 მლნ ლარად საპარტნიორო ფონდის მიერ გამართულ აუქციონზე 2020 წელს შეიძინა, პროდუქციას ამ ეტაპისთვის ძირითადად მეზობელ ქვეყნებში ყიდის, თუმცა კომპანია აქტიურად ემზადება, როგორც ევროკავშირის, ასევე გალფის ქვეყნების ათვისებისთვის.

„იმისათვის რომ პროდუქციის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, 2021 წელს გადამუშავების ახალ სისტემას ვნერგავთ. პოსტსამოსავლო ინფრასტრუტურის დანერგვა გულისხმობს, სწრაფი გაგრილების სისტემების ასევე შეფუთვა-დახარისხებისა და სამაცივრე მეურნეობების გაზრდას. აქტიურად მიდის ახალი ბაღების გაშენებაც. უკვე დავასრულეთ 4 ჰექტარის უმაღლესი სტანდარტების ბაღის გაშენება და ჯამში პლანტაცია უკვე 36 ჰექტარზეა განთავსებული. ეს პროცესი გაგრძელდება და სავარაუდოდ წელს დამატებით კიდევ 70 ჰექტარს მოვიცავთ,“ - ამბობს  კომპანია „ეფკოს” პროექტის მენეჯერი რატი მორჩილაძე.

წარმადობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას საკუთარი პროდუქტის გარდა "ეფკო" სხვა ფერმერებისგან შეძენილი მოცვითაც გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ფერმერებისთვის რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდა მოცვის წარმოებას უფრო პოპულარულს გახდის.

„ინფრასტრუქტურას, რომელიც  შევიძინეთ, 500-600 ტონიანი წარმადობა აქვს. ამ რესურსის სრულად გამოყენება ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა 2021-ში ვფიქრობთ დაახლოებით 350 ტონა მოცვის გადამუშავებას. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენს პლანტაციებში მოყვანილი მოსავალი. "ეფკოს" მოსავალი იქნება 170 ტონამდე, დანარჩენს კი ჩვენი ფერმერებისგან შევიძენთ. ჩვენი აზრით, ეს ფერმერებს დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუჩენს,“  - განმარტავს რატი მორჩილაძე.

"ეფკოს" ცნობით, 2019 წელს 1 კგ ქართული მოცვის ფასი საერთაშორისო ბაზარზე საშუალოდ 4-4,5 დოლარი იყო. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 5,5-6 დოლარს აღწევდა. ფასის მატებას კომპანიაში 2 ფაქტორს უკავშირებენ. მათი ვარაუდით, ერთი მხრივ ეს განსხვავებულ გემოსთან არის დაკავშირებული მეორე მხრივ კი საქართველო იმ „ფანჯარაშია“ როდესაც სხვა დიდი მწარმოებლები მოცვს არ კრეფენ.

„როდესაც პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია ხშირად გვესმის რომ ჩვენს მოცვს განსხვავებული არომატი აქვს. ამის მთავარი მიზეზი ის ნაყოფიერი მიწებია, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. განსაკუთრებით გამოირჩევა გურიის მიკროკლიმატში მოყვანილი მოცვი. წლიდან წლამდე ქართული მოცვი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ვცდილობთ ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“ - განმარტავს მორჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ „ვანრიკ აგრო“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, საპარტნიორო ფონდის ვალდებულებები ჰქონდა. გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანია ფონდმა აუქციონზე გაყიდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022