სოფლის მეურნეობა
16/06/2021

იხურება თუ არა რძის მწარმოებელი ფერმები - გიორგი ხანიშვილის განმარტება

ფერმები არ დახურულა, - რძის წარმოების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევბზე საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტირის მოადგილემ გადაცემაში ”ბიზნესპარტნიორი” განაცხადა.

როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სექტორში კონკურენციაა.

"არის უამრავი ახალი ფერმა. საუბარია 5-7 ახალ ფერმის გახსნაზე. მუდმივად ვითარდება ეს სფერო, შესაძლოა ცალკეულ ფერმერებს ჰქონდეთ შეფერხება და პრობლემები, მაგრამ დარგში პრობლემები არ არის.

რაც შეეხება კომპანიების დახურვას და წარმოების განახევრებას შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი დახურულა. ის ერთი ფერმა რომელზეც ითქვა, რომ დაიხურა, სინამდვილეში ბრუცელოზით დაუავადდა საქონელი და ესტონეთში იყვნენ წასული ახალი საქონლის საყიდლად. განახლების პროცესშია “მწვანე რანჩოც,” - ამბობს ხანიშვილი.

ხანიშვილის თქმით, რძის წარმოების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის ორგანიზებულ ფერმებში, ასევე წარმოებული რძემჟავა პროდუქტების მოცულობა, რაც რძის პროდუქტების ფასის მატებას იწვევს და ეს შეიძლება მოსახლეობისთვის არ არის კარგი, თუმცა მწარმოებლებისთბის კარგია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა რძის ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ხარჯებსა და მენეჯმენტზე.

“ფასები ჩამოყალიბდა გაძვირებული ნედლეულის ფარგლებში. ანალიზისთვის დავიქირავეთ სპეციალისტები, ანალიტიკოსები და აღმოჩნდა, რომ ორგანიზებულ წარმატებულ ფერმებს, რომლებსაც აქვთ სწორი მენეჯმენტი, 1 ლიტრი რძის ღირებულება უჯდებათ 75-80 თეთრი, ამასთან აქვთ რესურსი დღგ-ს დაბრუნების, თუმცა არ იყენებენ. ასევე, არის ფერმები, რომლებსაც 1ლ რძის თვითღირებულება 1.30 ლარი გამოსდით,” - აღნიშნავს გიორგი ხანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა რუსუდან გიგაშვილმა კომპანია "შირაქში" არსებულ პრობლემებზე მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, კომპანია დაიხურა. მისივე თქმით, დაიხურა "მწვანე რანჩო" და სულადობის განახევრება მოუწია ფერმა „შტორსაც“.

რუსუდან გიგაშილმა სახელმწიფოს დარგში არსებული გამოწვევების ჩაღრმავება-შესწავლისა და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისკენ მოუწოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022