სოფლის მეურნეობა
15/06/2021

ელევატორების გაყიდული პროდუქციის 55.4% ადგილობრივი წარმოებისაა

საქართველოში მოქმედმა ელევატორებმა 2020 წელს 358.1 მლნ. ლარის 401.1 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს. მთლიანი მოცულობიდან 55.4% ადგილობრივი წარმოებისა. ადგილობრივ პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი 82.4%–ით და ქატო 15.2%–ით. 

"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული იყო 487.3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 77,3 %–ს ხორბალია. უმნიშვნელო წილი უკავია სიმინდს, სოიოს შროტს, ხორბლის ფქვილს და ა.შ.

პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა - 2.5 მლნ. ლარი შეადგინა.

ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 62.8% მაისში დაფიქსირდა.

2020 წელს საქართველოში 51 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც 43.1% კახეთში იყო განთავსებული.

მომსახურება გაეწია 43 მომხმარებელს, მწარმოებლებისა და გადამყიდველებისგან შესყიდულმა პროდუქციამ 247 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 932 კაცით განისაზღვრა.

ელევატორების 34% სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქედან, სესხით სარგებლობს ელევატორების 36%.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023