სოფლის მეურნეობა
08/10/2020

ბიუჯეტის პროექტით, 2021 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში 416 მლნ დაიხარჯება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში 416 მლნ ლარი დაიხარჯება. თითქმის იმდენივე რამდენიც წელს.

მიუხედავად დარგის ფინანსური მხარდაჭერისა და მასშტაბური სუბსიდირებისა, სფეროს სპეციალისტები, ქვეყანაში აგრო მიმართულების განვითარების ტემპებს იწუნებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ამ დრომდე ვერ მოხერხდა სექტორის კომერციალიზაცია. კერძოდ, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

დარგის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად სპეციალისტები მცირემიწიანობასაც მიიჩნევენ. ერთ-ერთ გამოსავლად კი კოოპერატივების შექმნა სახელდება.

"აგრო სოლუშენის" ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი დიანა ბერაია ამბობს, რომ დღეს სოფლის მეურნეობის სექტორში დიდი პრობლემაა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა და ცონდა.

"ეს ყველაფერი მოგვიტანს გაზრდილი რაოდენობის წარმოებას სოფლის მეურნეობაში. ამ დროისთვის ევროპის ბაზრისთვის საინტერესო არ ვართ, რადგან ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც სჭირდებათ მათ ჩვენგან. ამიტომ მნიშვნელოვანია მსხვილი კოოპერატივის შექმნა, რომელიც გააერთიანებს მწარმოებლებს, ჩაიბარებს მათგან მოყვანილ პროდუქციას და უზრუნველყოფსს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას. დღეს საქართველოში მცირე პატარა კოოპერატივია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მათი ფუნქცია ის არის, რაც რეალურად კოოპერატივმა უნდა გააკეთოს