სოფლის მეურნეობა
16/07/2020

ასურეთში იშვიათი ქართული ხორბლის ჯიშების მოსავალს იღებენ

ასურეთის ენდემური და ადგილობრივი ხორბლის ჯიშების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში იშვიათი ქართული ხორბლის ჯიშებია დაცული. ასურეთში დიკასა და შავფხას მოსავლის აღების პროცესი უკვე დაწყებულია.

„ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი ენდემური და ადგილობრივი ჯიშების აღდგენის მნიშნელობაზე აცხადებს, რამდენადაც ისინი კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგია და გამორჩეულია გემოვნური თვისებებით.

დიკასა და შავფხას აღდგენა „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ ინიციატივითა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ადგილობრივი პროექტები ხორციელდება, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას ემსახურება.

GEF-ის მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში, 70-ზე მეტი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, ხოლო გაცემული დაფინანსების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022