სოფლის მეურნეობა
21/07/2020
არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება წელსაც იგეგმება
მეციტრუსე-ფერმერები არასტანდარტული ნაყოფის სუბსიდირებით წელსაც ისარგებლებენ.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიან თანადაფინანსებას გაირებს. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო და სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
ნარინჯისფერი რთველი 2020-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბიც. სწორედ ის გაუწევს მართვას მანდარინის ჩაბარების პროცესს, მასვე ეკისრება სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი.