სოფლის მეურნეობა
01/04/2021

აგროტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე 100-ზე მეტი ფერმერის განაცხადი შევიდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე უკვე 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ამ დროისთვის, დაახლოებით 700 000 ლარის თანადაფინანსების ხელშეკრულება 28 ბენეფიციართანაა გაფორმებული. ჯამში, საუბარია მოსავლის ამღებ 1,5 მლნ-ზე მეტი ღირებულების ტექნიკაზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის შეძენა. ვინაიდან ტექნიკა ძირითადად არის იმპორტირებული, ველოდებით მის ქვეყანაში ჩამოტანას და ამის შემდეგ მოხდება შესყიდვა. დაახლოებით 2 თვეში უკვე ამ 28 ბენეფიციარისთვის შესყიდული იქნება შესაბამისი ტექნიკა,“ - ამბობს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე კაპანაძე.

2021 წელისთვის, პროგრამის ბიუჯეტი, 5 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პროგრამა მიმდინარეა და განაცხადების მიღება ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება. ამასთან, თორნიკე კაპანაძის თქმით, 2021 წელს, გასულ წელსთან შედარებით გაზრდილია მოთხოვნაც.

„მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილია. იმიტომ, რომ განაცხადების ჭრილში, დაახლოებით 1 თვე არის რაც დავიწყეთ განაცხადების მიღება და შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი განაცხადია შემოსული. წელს, სავარაუდოდ, ვინაიდან შედარებით საშუალო გრანტის მოცულობა უფრო დაბალია და ბევრი წვრილი ტექნიკა შეისყიდეს ბენეფიციარებმა, მათი რაოდენობა შარშანდელზე უფრო მეტი გვეყოლება და იქნება 100-ზე მეტი,“ - აღნიშნა თორნიკე კაპანაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამა, გარდა ყურძნისა, მოსავლის ამღებ კომბაინებზე 30%-იან, ხოლო მრავაწლიანი ბაღების მოსავლის ამღებ ტექნიკაზე 50%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში 4 მილიონი ლარის მოსავლის ამღები ტექნიკა შემოვიდა და 70-მდე ბენეფიციარმა ბიუჯეტის 100% აითვისა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022