სოფლის მეურნეობა
24/07/2023

"აგროსექტორი გასავლიანი სფეროა, ამიტომ სტარტაპებს უჭირთ მაღალი კომუნალური გადასახადების დაფარვა"

საქართველოში მარწყვის წარმოება, წლების განმავლობაში, დიდი მერყეობით ხასიათდება, მოსავლის ყველაზე დიდი ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა - 2.7 ათასი ტონა, - ამის შესახებ  „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში წერია. ორგანიზაციამ  საქართველოში კენკროვანი კულტურების სექტორი შეისწავლა.

ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან მარწყვის წარმოება, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია და დღეს ქვეყანაში, წლიურად საშუალოდ, 1.25 ათასი ტონა იწარმოება. ადგილობრივი ბაზარზე მარწყვზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვით ხდება.

როგორც სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისის“ დამფუძნებელი ნუცა სალუქვაძე აცხადებს, მარწყვის წარმოებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რადგან ქვეყანას გააჩნია რესურსი მაღალი ხარისხის მარწყვი აწარმოოს, თუმცა, არსებობს რიგი გამოწვევები, რის გამოც ეს ვერ ხერხდება.

„დღევანდელი მოცემულობით, კენკრის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მარწყვის მწარმოებლებს 3 ძირითადი პრობლემა აქვთ. პირველი, იმპორტირებული პროდუქციაა, რომელთან კონკურენციაში შესვლაც გვიჭირს.

დიდი რაოდენობით და დაბალი ფასით შემოდის, ამიტომ, ფასის კუთხით კონკურენციას ვერ ვუწევთ, თუმცა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართული წარმოების მარწყვი ხარისხობრივად მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტირებულს.

მეორე გამოწვევა ისევ იმპორტს უკავშირდება - საქართველოში მარწყვის დიდი რაოდენობით წარმოება ვერ ხდება, ამიტომ, იმპორტზე ვართ დამოკიდებული და მას ვერ ვანაცვლებთ. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება სექტორის განვითარებისთვის მაღალი კომუნალური გადასახადებია. აგროსექტორი ძალიან გასავლიანი სფეროა, ამიტომ კომპანიებს, განსაკუთრებით კი სტარტაპებს, ძალიან უჭირთ მაღალი კომუნალური გადასახადების დაფარვა. ამ ნაწილში სახელმწიფოს ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

რაც შეეხება, კენკროვანი კულტურების სექტორის განვითარების პოტენციალს,  ქართულ ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმის ცნობადობა და მის მიმართ ნდობა ყოველწლიურად მზარდია, რაც ფერმერებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ წარმოება განავითაროს. გარდა ამისა, მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა.

„მარწყვის თემა რომ ჩავშალოთ, მოთხოვნა ძალიან დიდია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ფასიც საკმაოდ მაღალია და სტაბილურად, მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ამიტომ, ამ დარგს პოტენციალი აქვს საკმაოდ დიდი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში  არ იწარმოება დიდი რაოდეობით მარწყვი და მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც შედარებით დიდ რაოდენობაზე მუშაობს, მით უმეტეს, განვითარების ძალიან დიდი შანსი აქვს აღნიშნულ ბიზნესს, ცოტათი მაინც თუ მიეხედება“, - გააცხადა „აგროსფეისის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, საქართველოში სხვა დანარჩენ კენკროვან კულტურებთან შედარებით, განსაკუთრებით მზარდია მოცვის წარმოება. წინასწარი შეფასებებით, 2023 წლისთვის ახალი მოცვის საექსპორტო მოცულობა 3000 ტონას მიაღწევს, ხოლო 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელით 5000 ტონას გაუტოლდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020