საზოგადოება
21/10/2021

"ზოგიერთი პოლიტიკოსის აქტიურობა და პენსიონერებზე ვითომ ზრუნვა, ანტისაბანკო ნარატივში გადაიზარდა"

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან დაკავშირებული ახალი სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროვება მოითხოვა. ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად რატომ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საჭირო საჯარო მიმართვის გავრცელება და, ზოგადად, რა ხდება საპენსიო ტენდერთან დაკავშირებით, ამის თაობაზე „აიპრესს“ აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ესაუბრა.

– გიორგი, რა გახდა საჯარო მიმართვის გავრცელების საფუძველი, აფბამ გამოითხოვა ეს დოკუმენტი და ვერ მოიპოვა, თუ რაიმე სხვა მიზეზია კიდევ? უფრო მეტიც, აცხადებთ რომ ეს დოკუმენტი საკოორდინაციო საბჭოს აქვს წარდგენილი. ვფიქრობ, არც საბჭოს სამდივნოდან ან მისი რომელიმე წევრის მეშვეობით გაგიჭირდებოდათ მისი მოპოვება.

– საქმეც ისარის, რომ როცა საუბარია მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე საკითხთან დაკაშირებით შექმნილ ახალ სტრატეგიულ დოკუმენტზე და როცა ეს პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ახლა მთავარი საკითხი არის ის, რომ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს განახლებული ტენდერის პირობები და ის ოფიციალურად გახდეს საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გაუგებარი გაუმჭვირვალობის პოლიტიკიდან მომდინარეობს და ეს ტენდენცია აუცილებლდ და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ადამიანები დახურულ კარს მიღმა იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესიდან საზოგადოების ინტერესები სრულად დისტანცირებული იყოს.

ზოგადად, ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გაუგებარი გაუმჭვირვალობის პოლიტიკიდან მომდინარეობს და ეს ტენდენცია აუცილებლდ და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ადამიანები დახურულ კარს მიღმა იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესიდან საზოგადოების ინტერესები სრულად დისტანცირებული იყოს. ასევე, არ შეიძლება პოლიტიკოსების მიერ საკითხის საგნობრივი განხილვის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მათი პარტიული თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან ხდებოდეს. იმედი მაქვს, ეს მანკიერი მიდგომა ადრე თუ გვიან დასრულდება და საქმის კეთების პროცესში პროფესიულ დისკუსიას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, ვიდრე გაუგებარ პოლიტიკურ ინსინუაციებს და უშინაარსო ჭორაობას.

საკუთრივ პრობლემასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. აფბა აქტიურად არის ჩართული პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში. ხშირად აფასებთ ამ კუთხით არსებულ ვითარებას, გაგაჩნიათ გარკვეული რეკომენდაციები და ა.შ. მიმდინარე მომენტს როგორ შეაფასებთ, – რამდენად დამაკმაყოფილებელია ის ტემპი, რომლითაც პენსიების გასაცემად გამოსაცხადებელ ახალ საბანკო ტენდერზე მიდის მუშაობა?

უნდა ვაღიაროთ, რომ, ზოგადად, პენსიების საკითხი, საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის მოცულობის საკითხი და ა.შ. აქტუალური ხდება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში და ამ თემატიკით პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ოპოზიციიდან,  აქტიურად ცდილობენ ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვებას

– ყველა უნდა ვიყოთ გულწრფელი. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ იმის დანახვას, სად არის რეალურად პრობლემა და არის თუ არა მისი გადაჭრის გზები და საშუალებები რეალური და მისაღები. თუ მართლაც ვიქნებით გულწრფელები, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, ზოგადად, პენსიების საკითხი, საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის მოცულობის საკითხი და ა.შ. აქტუალური ხდება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში და ამ თემატიკით პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ოპოზიციიდან,  აქტიურად ცდილობენ ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვებას.

ელექტორალური თვალსაზრისით კი, პენსიონერთა რაოდენობა დიდია, იმავდროულად ისინი აქტიური ამომრჩევლებიც არიან და, შესაბამისად, მათი გულის მოსაგებად პოლიტიკური ძალები თავს არ ზოგავენ. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე, იგივე ელექტორალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხელისუფლებაც იძულებული ხდება აყვეს თამაშს და მისი წარმომადგენლების მხრიდანაც გვესმის, რომ საპენსიო სესხი ძვირია. მაგრამ, რას ნიშნავს ძვირი, ან რა იქნება იაფი და რაც მთავარია, როგორ, რის ხარჯზე  გაიაფდება ეს პროდუქტი, ამის ახსნას ვერც ამ შემთხვევაში ვხვდებით. შემდგომ, ხშირ შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ხელის შეწმენდა მიდის ერთ კონკრეტულ კომერციულ ბანკზე, რომელსაც პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების დარიგების პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

ზოგიერთი პოლიტიკოსის აქტიურობა და ვითომ პენსიონერების ინტერესებზე ზრუნვა, პირდაპირ ანტისაბანკო ნარატივში გადაიზარდა. ჩემი დაკვირვებით, საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა, კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას

შესაბამისად, ზოგიერთი პოლიტიკოსის აქტიურობა და ვითომ პენსიონერების ინტერესებზე ზრუნვა, პირდაპირ ანტისაბანკო ნარატივში გადაიზარდა. ჩემი დაკვირვებით, საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა, კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას. გარდა ამისა, ისიც საგულისხმოა, რომ ამ ბოლო აჟიოტაჟის წამოწყებისთანავე ეს ბანკი, პრაქტიკულად ინიციატორადაც კი მოგვევლინა, რომ მიმდინარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო და ახალი ტენდერი განახლებული პირობებით გამოცხადებულიყო.

ესაა რეალობა და სამწუხაროდ, ამ სიმართლის მიღმა როგორც წესი არ დგას არც რეალური გათვლები, არც რეალური ხედვები და არც რეალური პასუხისმგებლობა იგივე პენსიონერების წინაშე. ამ ყველაფერს, როგორც ეკონომისტი და როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით.

– უშუალოდ საპროცენტო განაკვეთებზეც რომ ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია იმ განცხადებების შინაარსი, რასაც სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან და პარტიებისგან ვისმენთ?

სერიოზული შეფასებების გაკეთება გამიჭირდება, როცა ვისმენთ, რომ მაგალითად, შესაძლებელია საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იყოს 20% და ამ განცხადებას ზურგს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი უმაგრებს. ან, ვისმენთ, რომ საკმარისი იქნება პენსიონერს მიეცეს თავისუფალი არჩევანი იმისა, თუ სად, რომელ კომერციულ ბანკში ჩაერიცხოს კუთვნილი პენსია (არადა, ეს არჩევანი მას, ირკვევა, რომ აქვს და საამისოდ ერთი განცხადების დაწერა და იქ სხვა ბანკში არსებული მისი ანგარიშის ნომერის მითითებაა საჭირო) და ეს თავისთავად გამოიწვევს საპენსიო სესხზე პროცენტის გაიაფებას. არც ამ ხმამაღალი განცხადების მიღმა გვხდება რეალური არგუმენტები.

მაგალითისთვის რომ გითხრათ, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტი განაკვეთი დაახლოებით 27%-ის ფარგლებშია, ანუ ის სესხები, რასაც ე.წ. საპენსიო სესხებს ეძახიან. აღნიშნულს ემატება სხვადასხვა საკომისიოები, სიცოცხლის დაზღვევა და სხვა ღია თუ ფარული ხარჯები. საბოლოო ჯამში, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ამ ტიპის კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები ხშირად 40%-საც სცდება.

ამ ყველაფრის ფონზე, წინასაარჩევნოდ, სასწრაფო წესით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და იქაც არანაირი არა თუ გადაწყვეტილება, შემდგომი მოქმედების გეგმაც კი არ არის მიღებული და როდის შეიკრიბება კიდევ ეს საბჭო, არავინ იცის.

ამ ყველაფრის ფონზე, წინასაარჩევნოდ, სასწრაფო წესით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და იქაც არანაირი არა თუ გადაწყვეტილება, შემდგომი მოქმედების გეგმაც კი არ არის მიღებული და როდის შეიკრიბება კიდევ ეს საბჭო, არავინ იცის.

და ისევ, ამ ყველაფრის ფონზე, თქვენი კითხვის პასუხად, რამდენად დამაკმაყოფილებელია ტემპი, რომლითაც პენსიების გასაცემად გამოსაცხადებელ ახალ საბანკო ტენდერზე მიდის მუშაობა, – გეტყვით, რომ ამაზე პასუხის შესაძლებლობა იქნება მაშინ, როცა მუშაობის პროცესს დავინახავთ.

– თქვენ საკმაოდ პესიმისტური სურათი დახატეთ. გამოსავალს სად ხედავთ? არსებობს კი აქედან გამოსავალი?

როცა პენსიების და საპენსიო სესხების პროცენტზე საგნობრივ და პროფესიულ საუბარს არ გაექცევიან პოლიტიკოსები, როცა საკოორდინაციო საბჭო რეალურად იგრძნობს პასუხისმგებლობას პროცესზე და ეს აღარ იქნება მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა, შემდეგ შევძლებთ საგნობრივად ვიმსჯელოთ და მივიდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.

– გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ყველაფრიდან არსებობს. ისევ დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე. ამ პროცესშიც მთავარია, გულწრფელობა და გამჭვირვალობა. ვთვლი, რომ როცა ჯანდაცვის სამინისტრო მის მიერ შემუშავებულ განახლებული ტენდერის პირობებს გაასაჯაროვებს, როცა მასზე მსჯელობას დაიწყებს საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, როცა პენსიების და საპენსიო სესხების პროცენტზე საგნობრივ და პროფესიულ საუბარს არ გაექცევიან პოლიტიკოსები, როცა საკოორდინაციო საბჭო რეალურად იგრძნობს პასუხისმგებლობას პროცესზე და ეს აღარ იქნება მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა, შემდეგ შევძლებთ საგნობრივად ვიმსჯელოთ და მივიდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.

ეს პროცესი საიდანღაც უნდა დაიწყოს. ჩვენი ორგანიზაცია პროცესის ამგავრად განვითარების მომხრეა და სწორედ ამიტომ ვითხოვთ, პირველ რიგში, პასუხისმგებელი სამინისტროსგან იმის გასაჯაროვებას, რაც იდეაში, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშეც უნდა იყოს გასაჯაროვებული. ესაა და ეს.

წყარო: ipress.ge

Businesspartner