საზოგადოება
25/01/2021

ვინ აგებს პასუხს კოვიდვაქცინაციისას შესაძლო გართულებაზე? - პარლამენტი პროექტის განხილვას იწყებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანის შემდეგ, აცრების გვერდითი მოვლენების ან გართულებების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას,გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც გვერდითი მოვლენები გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

ცვლილებას, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებით, კანონს გარდამავალი რეგულირების სახით ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების (მათ შორის გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება: იმპორტიორს, სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებას, თუ ზიანი გამოწვეულია შესაბამისად იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ან სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

აგრეთვე, პასუხისმგებლობა ეკისრება პროდუქტის მწარმოებელს, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშრებული ხარჯების დაფინანსების წყარო შესაძლებელია გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტი, ამასთანავე, მიყენებული ზიანი შესაძლებელია ანაზღაურდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსებიდან.

შეგახსენებთ, მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა უკვე დაამტკიცა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022