საზოგადოება
03/10/2023

USAID-მა სამენტორო პროგრამა წარადგინა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, USAID-მა სამენტორო პროგრამა წარადგინა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად.

სამენტორო პროგრამა ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რათა განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცივის სფეროს წარმომადგენელი გამოცდილი მენტორებისგან შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღონ. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ამ ახალგაზრდების აღჭურვა ენერგეტიკის სექტორში მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებითა და ექსპერტიზით, რათა მათ კარიერა ამ მნიშვნელოვან სფეროში აირჩიონ.

ღონისძიება გახსნეს რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ; ანი სტიდიმ, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა; და მაია მელიქიძემ, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა.