საზოგადოება
25/06/2021

უდუმაშვილი პრემიერს: რა დაგიშავათ იმ კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ჯარიმა გადაიხადეს

რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება- ზაალ უდუმაშვილმა პრემიერ მინისტრს მიმართა.

“რამდენიმე დღის წინ გამოხვედით ინიციატივით ამნისტიის შესახებ, რომელიც კოვიდ პერიოდში დაჯარიმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს ეხებათ. მაინტერესებს, რა დაგიშავათ იმ პატიოსანმა და კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა, რომლებმაც დაჯარიმიბის შემდეგ, შესაძლოა ნასესხები ფულით გადაიხადეს ჯარიმა.” -აღნიშნავს ენმ-ს წევრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინება ინიციატივა, რომლის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

"ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება და სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 000 მოქალაქე. საუბარია, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის არ ტარების გამო დაახლოებით 76 მილიონი ლარის ჯარიმაზე.

ეს გადაწყვეტილება პანდემიისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღეთ. პანდემიის პერიოდში კარგად გვესმის, რომ მოქალაქეები და ბიზნესები დაზარალდნენ. ეს სახდელები კი მათთვის ტვირთია. გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკრი მდგომარეობის შემსუბუქება,"-აღნიშნა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023