ტყის აღდგენა-გაშენებაზე 2019-2020 წლებში ₾0.57 მლნ დაიხარჯა
საქართველოში 8 წლის განმავლობაში ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 590.27 ჰა ფართობზე ჩატარდა.
საქართველოში ტყის აღდგენის სამუშაოები განსაკუთრებით 2013 წლიდან გააქტიურდა და ამ დროიდან 2020 წლის ჩათვლით ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით 268.67 ჰა ტყის ფართობი აღდგა, ტყის კულტურების განაშენიანება 321.6 ჰა ტყის ფართობზე მოხდა.
“ბიზნესპარტნიორმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ტყის ეროვნული სააგენტიდან ინფორმაცია გამოითხოვა.
სააგენტოს ცნობით, სამუშაოები ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და საკომპენსაციო გადასახადებიდან ფინანსდება.
2019-2020 წლებში ტყის აღდგენა განაშენიანების სამუშაოებს 568 881 ლარზე მეტი მოხმარდა. 2019 წელს 382 388 ლარზე მეტი, 2020 წელს კი, 186 493 ლარი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 2019 წელს:
ქვემო ქართლში, 11.8 ჰა ტერიტორიაზე მოხდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა. 0.4 ჰა ტერიტორიაზე ტყის კულტურები გაშენდა. 12.2 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები ჩატარდა. ჯამში დაირგო 15 000 ნერგი. დაიხარჯა 25 657 ლარი, აქედან 16 562 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან, 9095 ლარი, ბიუჯეტის თანხაა.
შიდა ქართლში 3.3 ჰა ტყის ფართობზე მოხდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, 10 ჰა ტერიტორიაზე კი, წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები ჩატარდა. დაირგო 6 000 ნერგი. ჯამში დაიხარჯა 19 642 ლარი, აქედან 1954 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან არის, 17 688 ლარი საბიუჯეტო თანხებიდან.
იმერეთში, 23.4 ჰა ფართობზე მოხდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, 13.9 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაირგო 11 630 ნერგი. დაიხარჯა 34 703 ლარი, აქედან 27 221 ლარო საკუთარი შემოსავლებია, 7 482 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
გურიაში 2 ჰა ტყის ფართობზე მოხდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, 3 ჰა ტერიტორიაზე ტყის კულტურები გაშენდა, 25.86 ჰა ფართობზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაირგო 10 500 ნერგი. დაიხარჯა 29 446 ლარი. აქედან, 15 521 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან არის, 13 925 ლარი, საბიუჯეტო თანხა.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 0.13 ტყის ფართობზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაიხარჯა 832 ლარი, საკუთარი შემოსავლებიდან.
კახეთში, 0.3 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები განხორციელდა. 0.3 ჰა ტერიტორიაზე კი, წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები. მოეწყო ტყის დროებითი სანერგე და შემოიღობა 8.5 ჰა ფართობიპლანტაციის მოსაწყობად. ჯამში დაიხარჯა 32 436 ლარი, აქედან 18 976 ლარი საკუთარი შემოსავლებიდანაა, 13 460 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სამცხე-ჯავახეთში 4.06 ჰა ფართობზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. 4.06 ჰა ტრიტორიაზე ტყის კულტურები გაშენდა. დაირგო 14 000 ნერგი. ჯამში დაიხარჯა 239671 ლარი, აქედან 223 556 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან, 16 115 ლარი ბიუჯეტიდან.
2019 წელს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ჯამში დაიხარჯა 382 388 ლარზე მეტი, აქედან 304 623 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან არის, 77765 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 2020 წელს განხორციელებული ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები:
იმერეთში, 20.3 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა მოხდა, 37.3 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაიხარჯა 45 908 ლარი, საკუთარი შემოსავლებიდან.
ქვემო ქართლში, 60 ჰა ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა მოხდა, 12.2 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაიხარჯა 19 030 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, 14.4 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა მოხდა, 0.13 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაირგო 2190 ნერგი. დაიხარჯა 7 338 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან.
გურიაში, 8.2ჰა ტყის ფართობზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაიხარჯა 14 120 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 1.24 ჰა ფართობზე ტყის კულტურები გააშენეს, 0.05 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაირგო 6 100 ნერგი, დაიხარჯა 20561 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან.
სამცხე - ჯავახეთში 63 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა მოხდა, 148.06 ჰა ტერიტორიაზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაიხარჯა 79 536 ლარი, საკუთარი შემოსავლებიდან.
2020 წელს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ჯამში დაიხარჯა 186 493 ლარი, საკუთარი შემოსავლებიდან. წინა წელს ბიუჯეტიდან ამისთვის თანხა არ დახარჯულა.
რაც შეეხება ბორჯომის ნახანძრალ ტყეს, დონორული დაფინანსებით (როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე მოსახლეობა თუ კერძო სექტორი) ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა მხოლოდ ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიის ნაწილზე - თავდაპირველად 2013-2015 წლებში. ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის პროექტის ფარგლებში ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ აღდგენილ იქნა 40 ჰა-მდე, ამავე პერიოდში 17,6 ჰა-ზე სამუშაოები შესრულდა ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით და 20 ჰა-ზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ძალებით. 2016-2017 წლებში 10 ჰა-ზე ტყის აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა კერძო სექტორის მხარდაჭერით სხვადასხვა აქციის ფარგლებში, ხოლო, სრული ტერიტორიის აღდგენა და შემდგომი მოვლა ხორციელდებოდა და დღესაც მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი სახსრებით.
2017 წელს განმეორებითი ხანძრის შემდეგ ტერიტორიის სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი 234 ჰა ფართობისთვის და სამუშაოები განახორციელა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. 2019 წელს ბორჯომის ნახანძრალ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული ძირითადი კომპლექსური სამუშაოები (დარგვა, თესვა, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სხვ) დასრულდა და სრულად არის აღდგენილი შესწავლებით გამოვლენილი ტერიტორია. გრძელდება ტერიტორიის მოვლის სამუშაოები და მონიტორინგი.