საზოგადოება
07/07/2021

ტელემედიცინა და ჭკვიანი მოწყობილობები - რას ითვალისწინებს ციფრული ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ციფრულ ჯანდაცვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ჯანდაცვის სექტორში.

მისი თქმით, პანდემიამ ცხადი გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია დისტანციური სერვისების არსებობა.

“ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, 2030 წლისთვის საქართველოში სრულად იყოს დანერგილი:

ტელემედიცინა სოფლად, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის; დისტანციური სამედიცინო მომსახურების ინსტრუმენტების და ციფრული პროგრამების დანერგვა; ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვა; ჭკვიან მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; პირადი სამედიცინო დაზღვევის და სოციალურ მონაცემებზე უწყვეტი და მარტივი წვდომა, პერსონალური მონაცემების სრული დაცვის მაღალი გარანტიით; პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების ისტორიების გაციფრულება და ჯანდაცვის ყველა რგოლისთვის ინფორმაციის წვდომა ერთიანი სისტემის ფარგლებში; პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური ციფრული მოწყობილობებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას პაციენტზე მონაცემის წვდომისთვის; მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.

მინისტრის თქმით, სამინისტროში შეიცვალა გუნდი, ასევე გრძელდება მისი დაკომპლექტება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.  

“დიდი იმედი მაქვს, რაც წლების მანძილზე მხოლოდ დანაპირებად ჟღერდა, ამ გუნდის საშუალებით აუცილებლად განხორციელდება და საზოგადოება გაუწევს ამას საკმაოდ კრიტიკულ ზედამხედველობას, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად შეცდომები არ დავუშვათ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023