საზოგადოება
25/06/2020

თბილისში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდისა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისში შშმ ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა.

პროექტი, რომლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტზე 1.2 მლნ ლარი ($425,000) დაიხარჯა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის USACE მიერ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება იგეგმება, რის შედეგადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება. 

Businesspartner