საზოგადოება
17/05/2021

"ტატიანა სტუდიო" გაფართოებას გეგმავს

ტატუ სტუდია „ტატიანა სტუდიო“ მომავალ წელს ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. ამავდროულად სტუდიაში მსურველთათვის ტატუს დახატვის შესწავლის კურსებიც გრძელდება.

როგორც სტუდიის დამფუძნებელიმა ტატიანა გოდიბაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, კურსდამთავრებულთა ნაწილი, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, „ტატიანას სტუდიოშივე“ დასაქმდება. სამომავლოდ იგეგმება ტატუს დახატვის შემსწავლელი სკოლის შექმნაც.

„მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენთან დაეუფლოს სფეროს, ამ ეტაპზე, ტატუს კურსებს ვატარებთ. აღსანიშნავია, რომ ადამიანები, ვინც ჩვენთან გაიარა კურსები, ახლა წარმატებით მუშაობენ სხვა სალონებში, ზოგიერთს საკუთარი სტუდიაც აქვს გახსილი, ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე ჩვენთან მუშაობს - საუკეთესო მოსწავლეებს ვიტოვებთ ხოლმე,“ - აღნიშნა ტატიანა გოდიბაძემ.

გაკვეთილები 2 თვის განმავლობაში, კვირაში სამი დღე, 2 საათის განმავლობაში ტარდება. თითო ჯგუფში 6 მოსწავლეა და როგორც ტატიანა გოდაბიძე ამბობს, ცდილობს მოსწავლეებს განსხვავებული სწავლება შესთავაზოს.

„საკმაოდ სახალისო დავალებები აქვთ ხოლმე, რომ უფრო ხალისით შეისწავლონ ეს სფერო. რაც მთავარია, ვცდილობ მოსწავლეებს გავუმარტივო ის საქმე, რაც რაც გამოცდილებამ შემძინა,“ - ამბობს ტატიანა გოდიბაძე.

"ტატიანა სტუდიო" ტატუირების გარდა მომხმარებელს ბარებისა და დრედების მასტერის მომსახურებას, კონტურულ მაკიაჟსა და პირსიგნსაც სთავაზობს. ამ ეტაპზე სტუდია 10 ადამიანს ასაქმებს, თუმცა გაფართების შემთხვევაში პერსონალის რაოდენობაც გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022