საზოგადოება
27/10/2021

თამბაქოს ნაწარმში არომატიზატორების აკრძალვა იგეგმება

თამბაქოს ნაწარმში, შესაძლოა, არომატიზატორების გამოყენება აიკრძალოს. საკანონმდებლო ინიციატივას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამზადებს. 

NCDC-ის განმარტებით, არმომატიზატორების გამოყენების აკრძალვის მიზანია, თამბაქოს პროდუქტისადმი მიმზიდველობის შემცირება, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს თამბაქოს მოხმარების პრევალენტობისა და დამოკიდებულების შემცირებაში ახალ და მოქმედ მომხმარებლებში. 

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარეებს მოუწოდებს: აკრძალონ ან შეზღუდონ ინგრედიენტები, რომელსაც აქვთ მღებავი თვისებები თამბაქოს ნაწარმებში;

შეზღუდონ ინგრედიენტები თამბაქოს ნაწარმში, რომელსაც შეუძლია შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა;

შეზღუდონ თამბაქოს ნაწარმებში იმგვარი ინგრედიენტები, რომელიც ასოცრდება ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობასთან, როგორიცაა მასტიმულირებელი ნაერთები;

დაარეგულირონ აკრძალვის ან შეზღუდვის გზით ინგრედიენტები, რომლის გამოყენებამაც შეიძლება გააძლიეროს თამბაქოს ნაწარმების მიმღებლობა ადამიანებში", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. 

NCDC-მ თამბაქოში არომატიზატორების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკითხვაც ჩაატარა.

გამოკითხულთა 74%-ს მიაჩნია, რომ თამბაქოს პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა არომატიზატორებს შეიცავს, მავნებელია ჯანმრთელობისთვის; 

10-დან 7 გამოკითხული ემხრობა არომატიზატორების გამოყენების აკრძალვას, რომელიც აძლიერებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას და ნაკლებად საზიანოდ წარმოაჩენს მას.

NCDC-ში განმარტავენ, რომ თამბაქოს ნაწარმში არომატიზატორების გამოყენების აკრძალვა: 

ეხმარება თამბაქოს სიმკვეთრისა და გაღიზიანებადობის დაფარვას.

მისი გამოყენება გამიზნულია ყველაზე ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის;

მენთოლი თრგუნავს ბუნებრივი თავდაცვის რეაქციებს ქიმიურ გამაღიზიანებლებზე, რომელიც გამოწვეულია ნიკოტონითა და თამბაქოს მოხმარებით;

ამცირებს ზიზღს მომხმარებლებისადმი თამბაქოს მიმართ და ხელს უწყობს პროდუქტის გამოყენების გაგრძელებას;

მენთოლი ასევე თამაშობს როლს დამოკიდებულების შენარჩუნებაში, როგორც ნიკოტინისადმი მოთხოვნილების შენარჩუნების პირობით, ასევე თავის ტვინში ნიკოტინის გამაძლიერებელი მოქმედებების გაძლიერებით.