საზოგადოება
14/11/2022

შშმ პირების კულტურულ ცხოვრებაში ჩასართავად პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება INKuLtur-ი გაიმართა

14 ნოემბერს პროექტის INKuLtur – “ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის" პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში.

2022 წლის ივლისიდან ასოციაცია "ანიკამ" დაიწყო პროგრამა "INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის". პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია Dialogue for Understanding e.V. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ასევე, პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პროექტი ეხმიანება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტროს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის მიზნებს, კერძოდ, შშმ პირთათვის კულტურისა და სპორტის სფეროების ინკლუზიურობის გაზრდას სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის გზით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა "INKuLtur - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში" გასულ 2021 წელს წარმატებით განხორციელდა ასოციაცია "ანიკას" მიერ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით.

ცნობისთვის, ასოციაცია "ანიკას" მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022