საზოგადოება
01/09/2021
სამგორის რაიონში 6 მლნ–იანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
სამგორის რაიონში, კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა, პროექტის განხორციელებისთვის 6 მლნ დაიხარჯა.
კახა კალაძის თქმით, რაიონში არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, განსაკუთრებით რთული იყო გადაადგილება ცუდ ამინდში.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალანირების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი, ასევე წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი და მთლიანად დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელიც არ არსებობდა და უმძიმესი მდგომარეობა იყო ამის გამო. ჯამში 6კმ გზა რეაბილიტირდა და დასახლებაში 600 ოჯახს გაუუმჯობესდა მდგომარეობა.
მძიმეა, როდესაც 2021 წელს მსგავს პრობლემებზე გვიწევს საუბარი, თუმცა კარგია რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდა.”-აღნიშნავს თბილისი მერი.