საზოგადოება
11/04/2023

"საქართველოში მგზავრთა გადაყვანა უმეტესწილად გაუმართავი ტრანსპორტით ხორციელდება"

საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში მგზავრთა გადაყვანა უმეტესწილად გაუმართავი ტრანსპორტით ხორციელდება.

ასოციაციის განმარტებით,  2022 წელს  საქართველოში 55 210 ერთეული ავტობუსი და მიკროავტობუსი იყო რეგისტრირებული. მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 18 650, რაც რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 39%-ია. ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560 ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლი, რაც არსებული  ავტოტრანსპორტის 68%-ს შეადგენს.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მძღოლების ძალიან დიდი ნაწილი, რომელთაც გადაყავთ მგზავრები, უგულვებელყოფენ ტექინსპექტირების ვალდებულებას.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების აბსოლუტური უმრავლესობა არის ტექნიკურად გაუმართავი და მგზავრების სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ. ეს განსაკუთრებთ საგანგაშოა საქალაქთაშორისო მიმოსვლის დროს, როდესაც სიჩქარე არის მაღალი. ჩვენ ძალიან ბევრი ტრაგედიის შესახებ გვსმენია და ხშირად მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები ჩართული არიან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში“-აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023